უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 სექტემბერი, 2017 13:30
font-size

დავით საგანელიძემ ჩინურ სამშენებლო კომპანიას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

საქართველოს დელეგაციის წევრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს წრეებისა და მსხვილი კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს და ასევე, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციებს „საპარტნიორო ფონდის’ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Zhongmei Enginering Group Ltd-ის პირველ პირებს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ქვანახშირის მოპოვებისა და ალტერნატიული ენერგო წყაროების, თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს. კომპანია ასევე დაინტერესდა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით და წყალტუბოს განვითარების გეგმით. Zhongmei Enginering Group Ltd-ი მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს. ჩინეთის უმსხვილესი ენერგო კორპორაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიზნით თბილისში 21-ე ფილიალის გახსნის სურვილი გამოთქვეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია Jiangxi Railway Investment Group Corporation - ის პრეზიდენტს და კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და კონკრეტულ დარგებში ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ჩინეთის ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კორპორაცია „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და მხარს უჭერს „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებთან სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებას. Jiangxi Railway Investment Group Corporation - ი საინვესტიციო საქმიანობას სარკინიგზო; საავიაციო, საპორტო; სამშენებლო; საფინანსო და ლოგისტიკის სფეროებში ეწევა.

ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკურ - ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქალაქ ნანჩანგში მდებარე ქართული კულტურის ცენტრს ‘ღვინის სავანეს“ ესტუმრა. დაათვალიერა შენობაში განლაგებული ქართული ღვინის მუზეუმი და მაღაზიები. ქართული კულტურის ცენტრი ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტისა და კომპანია „ჯუნგეს“ პრეზიდენტმა ლიუ ძი მინის ინიციატივით აშენდა. ლუი ძი მინი ბიზნეს საქმიანობას საქართველოსა და ჩინეთში ეწევა.

საქართველოს დელეგაციისთვის სპეციალური მიღება გამართა ქალაქ ნანჩანგის მერმა. ნანჩანგის მთავრობის წევრები საქართველოში მზარდი ბიზნეს სექტორების მიმართ ინტერესს გამოთქვამენ.

ქართული დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები, ასევე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე შედიან.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა მუშაობა დაიწყო

22 ოქტომბერი, 2019 , 12:35

თბილისში დღეს მუშაობა დაიწყო „აბრეშუმის გზის ფორუმმა“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9701 ლარი გახდა

21 ოქტომბერი, 2019 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა - ნათია თურნავა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონდენსაციური ელექტროსადგური საწარმოს ენერგოხარჯ

„ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ - ტექნოპარკში ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება გაიმართა

21 ოქტომბერი, 2019 , 15:30

ტექნოპარკში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი - გიორგი გახარია

21 ოქტომბერი, 2019 , 14:10

“ ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი“, - ამის შესახებ საქ

ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, იქნება გადაწყვეტილი - გიორგი გახარია

21 ოქტომბერი, 2019 , 12:30

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყ