უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 იანვარი, 2020 11:40
font-size

დავით საგანელიძემ კასპში „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარე აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, კასპში „საპარტნიორო ფონდისა“ და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ ერთობლივი პროექტის, აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

როგორც „მედიანიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმო „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ მონაწილეობით ხორციელდება. მშენებლობისას კასპის რაიონში არსებული სააგურე თიხის კარიერები გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია.

„ქარხანა „საპარტნიორო ფონდის“ ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტია, რომელიც კასპის თიხისგან ესპანური ტექნოლოგიით უმაღლესი ხარისხის აგურის წარმოებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების ოთხი ესპანური ოჯახი საქართველოში ორი წლით საცხოვრებლად გადმოვა, რათა მოამზადონ ადგილობრივი პროფესიონალები და წარმოება ევროპული ტრადიციის სრული დაცვით წარიმართოს. ვფიქრობ, საწარმო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს სამშენებელო ინდუსტრიაში და არამხოლოდ შეამცირებს იმპორტს, არამედ უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტსაც“,-განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების 70%-მდე შესრულებულია. შენობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის მთლიანად დასრულება აპრილში იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ესპანეთში მდებარე ქარხნის დემონტაჟი და იგეგმება მისი ტრანსპორტირება საქართველოში.

ქარხნის მშენებლობის პროცესი, ასევე, „საპარტნიორო ფონდის“, კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“. ქარხანა პირველ სამშენებელო და მოსაპირკეთებელ მასალას შემოდგომაზე შესთავაზებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.39%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა

ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნ

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.