უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2018 12:05
font-size

დავით საგანელიძემ ოთარ ფარცხალაძესთან ყოველგვარ კავშირი უარყო

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ყოფილ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან ყოველგვარ კავშირი უარყო.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ყოფილ პროკურორს არც საპარტნიორო ფონდთან და არც მასში შემავალ კომპანიებთან, კავშირი არ აქვს. საგანელიძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ფარცხალაძის ადვოკატის განმარტებები, სადაც მან ყოფილი პროკურორის გამდიდრების წყაროდ საავიაციო ქარხანა დაასახელა.

„მე სხვათა შორის მერე სპეციალურად მოვუსმინე, როცა მითხრეს. სულ სხვა ვერსიები ჰქონდა ერთი და იგივე საუბრისას და დღეს როგორც მითხრეს, კიდევ სხვა ვერსია თქვა. ასე ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერ „ფაქტზე“ შეიძლება ისაუბროს, რომელიც არანაირ კავშირში არაფერთან არ არის.

გუშინ ჩვენი საპარტნიორო ფონდის იურიდიულმა დეპარტამენტმა გააკეთა განმარტება. მე არაფერს არ დავამატებ. გეტყვით ერთს, რომ არანაირი შეხება არც თავიდან მშენებლობის პროცესში, არც მუშაობის პროცესში, არც როგორც დამფუძნებელს, არც როგორც კონსულტანტს, ბატონ ფარცხალაძეს ფონდთან არ ჰქონია, არ აქვს და რა იქნება მომავალში, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ“, -თქვა საგანელიძემ.

შეკითხვაზე, რატომ ახსენა ფარცხალაძის ადვოკატმა მისი და საპარტნიორო ფონდის კავშირი, საგანელიძემ უპასუხა, რომ ადვოკატს უნდა ჰკითხონ.

„მე მეკითხებით, გენაცვალე, რატომ გააკეთა განცხადება? ჩვენ ახლა კაფეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ. რას ემსახურება მისი განცხადება? არ მაინტერესებს, რომელიღაცა ადვოკატი, რომელიც პირველად ვნახე ცხოვრებაში, რას საუბრობს და მეკითხებით, რატომ თქვა ეს განცხადება. მას ჰკითხეთ. მე მინდა გავიმეორო და მოგცათ ეს განმარტება დეპარტამენტმა, რომ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია“,-განაცხადა საგანელიძემ.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური შემოსავლები ახლადგახსნილი საავიაციო ქარხნიდან მიიღო. თუმცა სააქციო საზოგადოება „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიების“ დირექტორის თქმით, ოთარ ფარცხალაძე მათთან არ მუშაობს.

ქარხანა, რომელზეც ფარცხალაძის ადვოკატმა ისაუბრა, 10 მაისს გაიხსნა, ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს, პროდუქცია არ გაუყიდია და არც შემოსავალი მიუღია.

ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ,,ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თ

ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით - იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:09

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პ

გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები - გიგა ბოკერია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გ

„ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი აქტივობების ინიცირება - გია ვოლსკი

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე

ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურს

16 სექტემბერი, 2019 , 14:12

ისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს