უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ივლისი, 2018 13:05
font-size

დავით სარალიძის დაბადების დღეს მისი სახელობის ფონდი დაარსდა

დღეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის დაბადების დღეა. შვილის იუბილესთან დაკავშირებით, ზაზა სარალიძემ დავით სარალიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომლის შესახებაც ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

,,გილოცავ მამი დაბადების დღეს

25 ივლისი დავით სარალიძის დაბადების დღეს, მთელი მისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში დათო მზად იყო სიკეთისა და გარშემომყოფთა დახმარებისთვის. იმისათვის, რომ დავით სარალიძის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგაც მუდამ სიკეთესთან იყოს დაკავშირებული გადავწყვიტე შემექმნა “საქველმოქმედო ფონდი – დათუჩა” .

რომლის მიზანიც სასწრაფოდ საოპერაციო, სამკურნალო და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბავშვების დახმარება იქნება. მათი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა.

შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისათვის, რომელიც მიმართულია დაავადებულ და სოციალურად გაჭირვებულ ბავშვთა დასახმარებლად. დახმარების გაწევა, იმ ოჯახებისათვის, რომელნიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ეს დამოუკიდებლად განახორციელონ.

ფონდი დახმარებას განახორციელებს მათ შორის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გადასაცემად. იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც სამოსითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარებას საჭიროებენ.

სამართლიანობისათვის ბრძოლის განმავლობსში კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ის პრობლემები რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. არაერთი ოჯახია რომელთაც მკურნალობის შესაძლებლობა არა აქვთ, არაერთი ოჯახია რომელთაც ჩასაცმელი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები არა აქვთ.
ფონდი დაეხმარება ასეთ ოჯახებს.

საზოგადოებას ფონდი სისტემტიურად მიაწვდის ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ აქტივობაზე, რასაც ფონდი გეგმავს, რომ განახორციელოს და ასევე იმაზე რასაც ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი ყოველთვიურად. მათ აქვთ შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში უშუალოდ ჩერთონ მომდინარე ან დაგეგმილ პროექტებში და ასევე ფონდის ნებისმიერ საქმიანობაში.

ყოველი წლის 25 ივლისს დათუჩას დაბადების დღეზე. საქველმოქმედო ფონდში დახმარების შინაარსით შემოსული წერილების განხილვის შემდეგ ფონდი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ბენეფიციარის გამოვლენის თაობაზე, რომელის საჭიროებასაც მოხმარდება დაგროვილი შემოწირულობა.

რაც შეეხება ფონდის შემოსავლებს ეს იქნება:

• შემოწირულობები, რომელთა ოდენობებიც არ არის შეზღუდული და ნებაყოფლობითია;

• უსასყიდლოდ გაწეული ნებისმიერი სახის მომსახურება, ნებისმიერი სახის არამატერიალური დახმარება ფონდის მიზნების მისაღწევად.

• ნებისმიერი სახის მატერიალური დახმარება მათ შორის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გადასაცემად“, - წერს ზაზა სარალიძე.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მე არ მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ რუსთავი 2-ის მესაკუთრე გავხდე - ირაკლი ოქრუაშვილი

21 ივლისი, 2019 , 13:29

თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „შაბათის კურიერს“ ინტერვიუ მისცა და დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაფორმდა „რუსთავი 2“ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ოქრუაშვილი ამბობს, რომ 

საქმე გვაქვს ადამიანის უკანონო გატაცებასთან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე - იულია სუსლიაკის ადვოკატი

21 ივლისი, 2019 , 12:52

იულია სუსლიაკი ისევ დაკავებულია - გვიან ღამით, როდესაც ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, მოულოდნელად მატარებელი გააჩერეს, -იტყობინება „რუსთავი2“. როგორც "კურიერს" სუსლიაკის მეუღლე უყვება, ორმა უცნობმ

საქართველოში საწვავი გაძვირდა

20 ივლისი, 2019 , 13:46

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი,

რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო - ნიკა გვარამია

20 ივლისი, 2019 , 13:16

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოცუალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელაფ გთავაზობთ. " მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხან

ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები - რეესტრის მონაცემები, რომლებიც ორი ბიზნესმენის ინტერესების არაერთ კვეთას ადასტურებს

20 ივლისი, 2019 , 12:07

„რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უახლოესი პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები ბევრ კომპან

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

20 ივლისი, 2019 , 10:41

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ბრიგადის გენერა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს