უახლესი ამბები
- 20.01.2021 18:03დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
- 20.01.2021 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
- 20.01.2021 17:30მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
- 20.01.2021 16:35პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
- 20.01.2021 16:35ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
- 20.01.2021 16:35ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი
- 20.01.2021 16:35ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
- 20.01.2021 15:40რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება
- 20.01.2021 15:40სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
- 20.01.2021 15:00ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს - კახა კალაძე
არქივი
კომენტარი


დავით სერგეენკო არ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა დაფინანსდა
რა ფორმულირებით გამოაგზავნის ესა თუ ის ადამიანი თხოვნას დახმარების შესახებ, არამგონია, მნიშვნელოვანი იყოს, არ ვუყურებთ პაციენტის პარტიულ კუთვნილებას, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მინისტრის მოადგილეს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი სთხოვს საარჩევნოდ ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა დაფინანსდეს, რადგან ის ამით გარკვეულ ხმებს მოიპოვებს.
სერგეენკოს თქმით, აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი თავად არის და იქ პაციენტების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მათი დაფინანსება.
„სახელმწიფო პროგრამების და საყოველთაო ჯანდაცვის გარდა არსებობს ე.წ. რეფერალური, ანუ ინდივიდუალური დახმარების პროგრამა, სადაც ბევრი თხოვნა შემოგვდის და სხვადასხვანაირი ფორმულირებით. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვადასხვა თემასთან. კომისია, რომელიც 10 დღეში ერთხელ იმართება, განიხილავს ამ პაციენტების დახმარების შესაძლებლობას და მოთხოვნილი თანხა აღემატება 7-8-ჯერ იმ ბიუჯეტს, რაც გვაქვს. ამ კომისიის ხელმძღვანელი ვარ მე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამ კომისიის განხილვას დაესწროთ. განხილვისას გრაფა, სადაც პაციენტების გვარები წერია, იკეცება და კომისია უყურებს მხოლოდ დიაგნოზს და საჭიროებებს. რა ფორმულირებით გამოაგზავნის ესა თუ ის ადამიანი თხოვნას დახმარების შესახებ, არამგონია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყოს იმიტომ, რომ მართლა არ ვუყურებთ პაციენტს, მით უმეტეს, მათ რაღაც პარტიულ კუთვნილებას“,- განაცხადა სერგეენკომ.
საკვანძო სიტყვები:

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45