უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
საზოგადოება


დავით სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, დააზუსტონ „ვალსარტანის“ შემცველი რომელი მედიკამენტი აიკრძალა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს, რომლებიც „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს იღებენ, მოუწოდებს მკურნალობა არ შეწყვიტონ, თუმცა აუცილებლად ნახონ სია, კონკრეტულად რომელი კომპანიის წარმოებულ რომელ მედიკამენტებს ეხება აკრძალვა.
იმ შემთხვევაში, თუ სიაში ჩამოთვლილ მედიკამენტს იღებენ, წამალი ექიმის კონსულტაციით შეცვალონ.
შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილების განმარტებისას გააკეთა, რომელმაც ბაზრიდან კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული Valsartan-ის შემცველი 42 დასახელების, წნევის დამწევი მედიკამენტის რეალიზაციის შეწყვეტა მოითხოვა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, თავად ნივთიერება „ვალსარტანი“ დადასტურებულად უსაფრთხო და ძალიან ეფექტიანია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
„დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ ნივთიერება „ვალსარტანზე“ გაუჩნდათ კითხვები. 2012 წლიდან დღემდე ჩაატარეს კვლევა და ამ მინარევების „ვალსარტანმა“ რომ პოტენციურად ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს, ამისთვის ადამიანმა 7 წლის განმავლობაში ორმაგი თერაპიული დოზა უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, 5 ათასი პირიდან ერთს დაემართოს ონკოლოგიური დაავადება“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, რეგულაციები იმდენად მკაცრია, რომ ყველა მწარმოებელს, რომელიც იყენებდა ნედლეულს, იმ ერთი კომპანიის მიერ დამზადებული „ვალსარტანიდან“, მიეცა რეკომენდაცია, სრულად ამოიღოს გამოყენებიდან, რადგან ადამიანები მაქსიმალურად დაცული იყვნენ.
„მოსახლეობას, ვინც იღებს „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტონ. რახან სვამენ, ესე იგი, სჭირდებათ. უბრალოდ, ნახონ ჩამონათვალი, „ვალსარტანის“ შემცველ რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა, არა ამ სიაში მყოფი იმავე დოზირების, იმავე „ვალსარტანის“ მედიკამენტებით, რომელიც ბაზარზე საკმაოდ არის. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე იმ „ვალსარტანის“ შემცველ პრეპარატებს, რომლის მიმართაც კითხვა გაჩნდა, მესამედზე ნაკლები უჭირავს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, კითხვის გაჩენა არ ნიშნავს, რომ ნივთიერება აუცილებლად ონკოლოგიურ დაავადებას აჩენს.
საუბარია 42 დასახელების, წნევის დამწევი მოქმედების მედიკამენტებზე.
საკვანძო სიტყვები:
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
8 მარტი, 2021 , 18:08
„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება
8 მარტი, 2021 , 17:45

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
8 მარტი, 2021 , 17:06
მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
8 მარტი, 2021 , 16:55

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი
8 მარტი, 2021 , 14:15

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია
8 მარტი, 2021 , 13:00