უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივლისი, 2017 14:50
font-size

დავით სერგეენკო სოციალურად დაუცველებს მოუწოდებს, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით ისარგებლონ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოუწოდებს, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით ისარგებლონ.

როგორც დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ახლად დაწყებული პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის დაწყება შესაძლებელი გახდა. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. მონაცემები მოსარგებლეების შესახებ საათობრივად იზრდება, დინამიკური პროცესია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მოსახლეობას მარტივი წესები: ვისაც აქვს 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, უნდა მიმართოს თავისი ოჯახის ექიმს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. ვიზიტი უფასოა. ამის შემდეგ ექიმი აძლევს ამ დაავადების დამადასტურებელ დოკუმენტს და რეცეპტს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ რაიონში, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიდის ადამიანი ამ ორი დოკუმენტის და პირადობის მოწმობით, იქ რეგისტრირდება და უკვე ჩნდება ბმა აფთიაქთან. ამის შემდეგ, შეუძლიათ მიმართონ PSP-ის აფთიაქებს, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და ეს მედიკამენტი გამოიტანონ მაქსიმუმ 1 ლარის თანაგადახდით. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

4 ივლისი, 2020 , 14:05

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო

თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ამერიკასთან გვაერთიანებს და, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ - სალომე ზურაბიშვილი

4 ივლისი, 2020 , 14:05

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, 244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას

მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

4 ივლისი, 2020 , 12:00

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი მიზანი იყო გასულ წლებში ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი

“ჩვენი მეგობრობა ძლიერია!“ – არჩილ თალაკვაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

4 ივლისი, 2020 , 12:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! გვეამაყება, რომ ჩვენი ერები ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით იღწვიან თავი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

4 ივლისი, 2020 , 12:00

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შექმნილი ვით

საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ბერლინიდან შესრულდა

4 ივლისი, 2020 , 12:00

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი განხორციელდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 175 მგზავრი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი გაყვა, საქართველოში კი ავიარეისის მეშვეობით 180 მგზავრი ჩამოვიდა. ინფორმაცია რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე