საზოგადოება


დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.
მინისტრის თქმით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების ახლობლებსაც შეხვდა და მათი მდგომარეობა პირადად გააცნო.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულ 9 წლის გოგონას სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მისი თქმით, პაციენტს დაზიანებული აქვს სასუნთქი სისტემა.
აფეთქების შედეგად ჭითანავების ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა გუშინ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დიზელის ნაცვლად, ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია.
დაშავებულთაგან ხუთი პაციენტი თბილისში გუშინ გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, 67 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. როგორც გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, მამაკაცი კლინიკაში სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული.
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00