უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 ოქტომბერი, 2016 22:34
font-size

დავით სონღულაშვილი: ბაკურციხე ტურისტული და საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი 21 ოქტომბერს, სოფელ ბაკურციხის მოსახლეობას შეხვდა და კარდაკარ რადენიმე ოჯახიც მოინახულა.

ბაკურციხელებს ძირითადად ინფრასტრუქტურული, სოციალური და ენერგეტიკული პრობლემები აწუხებთ. სოფლის ნაწილს არ აქვს კეთილმოწყობილი გზა და არ მიეწოდება სტაბილური ელექტროენერგია.

შეხვედრებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხნენ. ყოფილ ბენეფიციარებს მიაჩნიათ, რომ სოციალური დახმარება არასამართლიანად მოუხსნეს და მათი საქმეების გადახედვას ითხოვენ. დავით სონღულაშვილი მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. კანდიდატმა ბაკურციხელებს სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო.

„ბაკურციხეს უდიდესი პოტენციალი აქვს რაიონში საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოდ ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მოსახლეობის აზრით, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი სტუმრობს თითოეული ადამიანის ოჯახს მათი პრობლემების მოსასმენად, ეს ნიშნავს, რომ პირადად საზოგადოებისგან მოისმენს ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს ხალხს.

„სასიხარულოა, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი პირადად ეცნობა სოფლებში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ შეხვედრის ეს ფორმა ტრადიციულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნა ბაკურციხელმა ოთარ სამადაშვილმა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი