უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 აპრილი, 2017 12:10
font-size

დავით უსუფაშვილი საკუთარი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციას ერთ კვირაში გამართავს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს.

მედიისთვის რამდენიმე გვარი გახდა ცნობილი, ვინც შესაძლოა უსუფაშვილის გაერთინაებაში მოხვდეს, ესენია ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ისაკაძე, ვახუშტი მენაბდე, კოტე ჩოკორაია, დავით აფრასიძე.

გარდა ამისა, დავით უსუფაშვილის გაერთიანებაში ძველი თანაგუნდელები მოხვდება-ვახტანგ ხმალაძე, ფრიდონ ებანოიძე, თემურ ნერგაძე, ფრიდონ საყვარელიძე.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად შეხვედრია აღნიშნულ პირებს.

„ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი ბოლო 3-4 თვეში. არ უარვყოფ, რომ შეხვედრები მქონდა იმ ადამიანებთანაც, რომლეზეც კითხვა დამისვით, მაგრამ დანარჩენს ვერაფერს გეტყვით“,–აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ახალი პოლიტიკური გუნდის შესახებ განცხადებას დაახლოებით ერთ კვირაში გააკეთებს.

„უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ ერთ კვირაში მოგახსენებთ უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკურ ძალას ეყრება საფუძველი, რა ეტაპებს გაივლის ეს პოლიტიკური ძალა, ძირითადად რა პრინციპებზე იქნება აწყობილი. აგრეთვე, მოგახსენებთ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებას, კონკრეტულად, თბილისში, ასევე, სხვა ქალაქებშიც, ვინაიდან, ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“,- განახცადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის იგი უნდა იყოს მყარად დაფუძნებული საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე და მისი შექმნის პროცესი დიდწილად განაპირობებს ამ პარტიის შემდგომ განვითარებასაც

„პოლიტიკურ, პარტიულ ცხოვრებაში გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. ეს გამოცდილება მკარნახობს - პოლიტიკური ძალა რომ იყოს წარმატებული, უნდა იყოს ძალიან მყარად დაფუძნებული საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე და მისი შექმნის პროცესი დიდწილად განაპირობებს ამ პარტიის შემდგომ განვიტარებასაც, ამიტომ, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული. საქმე არის საშური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარებთ ნელა“,-განმარტა დავით უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ რისთვის იქმნება პარტია, რა იდეებისთვის, რა საჭიროებებისთვის.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქცენტი არ იყოს გადატანილი „ვინ“-ზე, ამ საკითხში „ვინ“-ები გამოჩნდებიან ეტაპობრივად, მაშინ, როდესაც საქმეს დასჭირდება. პირველი და მთავარი იქნება, რა სჭირდება ქვეყანას, რის გარშემო გაერთიანებას ვცდილობთ ყველანი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე მერად განიხილება

23 ივლისი, 2021 , 21:43

დადგა ქართველი ხალხის გამარჯვების დრო, თქვენი გამარჯვების დრო. დიახ, თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზზეა რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ, – ამის შესახებ „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარ

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

23 ივლისი, 2021 , 18:41

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს. მმართველი პარტია მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ 26 ივლისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, რომელზეც დროებითი საგამოძიებო კომისიი

წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის – ლევან იოსელიანი

23 ივლისი, 2021 , 14:30

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ კრებს თავის გარშემო მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ წინასწარ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნიკა მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის – ამის შესახებ პარლ

გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები - ვახტანგ გომელაური

23 ივლისი, 2021 , 09:31

გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერში“ განაცხადა

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს

23 ივლისი, 2021 , 08:36

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრე

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს

22 ივლისი, 2021 , 15:23

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი