უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

დავით ზალკალიანი ალბანელ კოლეგას შეხვდა

ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებას, საქართველოს რეფორმების კურსს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას დაეთმო საუბარი საქართველოსა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.

დავით ზალკალიანისა და დიტმირ ბუშატის შეხვედრა ქ. მილანში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებასა და წინსვლას როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქრთველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ და ამ მხრივ, დადებითად შეაფასა ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. დიტმირ ბუშატმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებს; საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს პრობლემატიკას სათანადო ადგილი დაეთმობა ეუთოში ალბანეთის თავმჯდომარეობის პერიოდში.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძონ მაღალ დონეზე კომუნიკაცია და კავშირები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

23 თებერვალი, 2019 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძ

ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს

23 თებერვალი, 2019 , 11:15

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გა

ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

22 თებერვალი, 2019 , 21:24

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ სხდ

ერევანში საქართველოსა და სომხეთს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა

22 თებერვალი, 2019 , 19:00

ქალაქ ერევანში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონსულტაციებში მონაწილეობდნე

`ოცნების“ მთავარ ოფისში საგანგებო სხდომა ჩანიშნული

22 თებერვალი, 2019 , 16:29

„ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პარლამენტში სხდომის გაჭიანურების გამო ჯერჯერობით იგვიანებს. გავრცელებული ინფორმ

ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა - „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

22 თებერვალი, 2019 , 16:25

ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. 105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო. ქვორუმისთვის საჭირო 52

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში