უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 ივლისი, 2019 11:10
font-size

დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.

ვაშინგტონში გასამართ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, უმსაპინძლებს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მინისტერიალზე განხილული იქნება თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზები.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის უცხოელ კოლეგებთან.

ვიზიტის ფარგლებში 18 ივლისს, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) თანამშრომლობისა და პარტნიორობისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად - სალომე ზურაბიშვილი

23 აგვისტო, 2019 , 12:55

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყეების ხანძარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა: „საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი პლანეტის გადასაჩენად და

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია -აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

22 აგვისტო, 2019 , 10:35

აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ი შეშფოთებულია გუგუტიანთკარში &bd

საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

20 აგვისტო, 2019 , 12:20

საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა (რეზიდენციით ქ. ამანი), რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალეჰს. სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქ

თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი

16 აგვისტო, 2019 , 17:16

თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი. ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია

მსესხებელი ბანკს აღებულ კრედიტზე ნაკლებ თანხას დაუბრუნებს

15 აგვისტო, 2019 , 14:15

დანიური ბანკი იპოთეკურ სესხს უარყოფით საპროცენტო განაკვეთით გასცემს. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კლიენტი ბანკში იმაზე ნაკლებ თანხას დააბრუნებს, ვიდრე ისესხა. როგორც „გარდიანი“ წერს, ინიციატივა და

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“

12 აგვისტო, 2019 , 11:13

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“ 29/2019. ჟურნალი დაარსდა 1991 წელს, გამოდის ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს