უკან

კომენტარი

1 ოქტომბერი, 2020 11:10
font-size

დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - გაგვიჩნდა მყარი არგუმენტები, რომლითაც ვისაუბრებთ კომისიის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორმხრივად მისაღებ ფორმებსა და ჩარჩოებში

საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება; რა თქმა უნდა,ჩვენ გაგვიჩნდა ჩვენი მყარი არგუმენტები და ამ არგუმენტებით ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც.

„განვიხილეთ გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, რომელიც მემკვიდრეობით აგერ უკვე 25 წელია მოგვდევს და ვერ გადაწყდა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით. ბუნებრივია, შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ზუსტი შეფასებებში და ეს საკითხი არ ყოფილიყო გამოყენებული შემდგომი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ, პრესკონფერენციაზე ჩემს მიერ გაჟღერებული თემატიკა, ეხებოდა საქართველოს მზაობას, დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში. კომისია მთლიანად ახალი შემადგენლობისაა და ჩვენ მზად ვიყავით, ახალი რაუნდები ჩაგვეტარებინა, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა ამის საშუალება. ამის მიუხედავად, კომისიაში ჩართული ყველა უწყება ყოველდღიურად მუშაობდა იმისთვის, რომ გაგვეანალიზებინა, სად ვართ, რა მოცემულობა გვაქვს და რა დამხმარე საშუალებები გვჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავიმყაროთ პოზიციები. მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად ჩემს მიმართ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მე ვმოქმედებდი როგორც სახელმწიფო მოხელე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ეს გამოიყენეს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და მოახდინეს ამ ძალიან დელიკატური, მნიშვნელოვანი პროცესის პოლიტიზება, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის წარმოქმნას წინ უსწრებდა მისი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან და ოპონენტებმა ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებაც სცადეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხოლო ისინი მოქმედებენ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ მერწმუნეთ, კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება. კომისიებმა ეს უნდა შეათანხმონ.

რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჩნდა ჩვენი მყარი არგუმენტები და ამ არგუმენტებით ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ვიხილე, არის ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება უაღრესად მგრძნობიარე საკითხის მიმართ", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები - კელი დეგნანი

22 ოქტომბერი, 2020 , 17:30

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. „საერთაშორის

რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ?...ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდი - მიხეილ სააკაშვილი

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

საქართველოს სახელმწიფო გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. მიხეილ სააკაშვილი მძევლების აყვანისა და სპეცოპერაციის შესახებ FACEBOOK მი

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ იყოს დაკავებული - გიორგი გახარია

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ ს

უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი - გია ვოლსკი

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები, ტერორისტული აქტები ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „შავზე რომ თეთრი თქ

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია - სერგი კაპანაძე

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ გუშინ, ზუგდიდში განვ

სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით - რომან გოცირიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 11:45

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასსხმა მოწმობს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალის შემთხ