უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივლისი, 2018 12:50
font-size

დავით ზალკალიანი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტს იწყებს. დღეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გერმანელ კოლეგას ჰაიკო მაასის შეხვდება.

დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი გერმანიაში ხორციელდება, რა დროსაც საუბარი შეეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და სამომავლო გეგმებს.

„გერმანია არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი ევროპული ინტეგრაციის პროცესებში და ბუნებრივია ვისაუბრებთ ამ მიმართულებით მომავალ გეგმებზე. გამოვიყენებ ამ ვიზიტს იმისათვის, რომ გერმანიის ხელისუფლებას გავაცნო საქართველოს მიზნები და გეგმები თუ როგორ ვხედავთ ქვეყნის მომავალს, როგორც ქვეყნის შიდა პროცესებში, ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტი წაგვადგება მომავალი დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფონზე, მათ შორის ნატოს სამიტთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზისითაც ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა“-განაცახდა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება, როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გერმანიის ანალიტიკურ და ექსპერტულ წრეებში, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ გერმანიის პოლიტიკის ფორმირებაში.

დავით ზალკალიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო გერმანიის სტრაგეგიულ დიალოგში, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ეწყობა, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „აბსოლუტური ფიქციაა საუბარ

ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა განცხადება. ალექსანდრე ერქვანიამ აღნიშნა, რომ დამოუკ

მმართველი პარტიისგან მივიღეთ დაპირება, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მოეკიდებიან - ანდრიუს კუბილიუსი

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა ოპოზიციის ინიცია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ. 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტში ასიგნებები 14 მილიარდ 432 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია

9 დეკემბერი, 2019 , 17:05

სამუშაო ადგილები ძირითადი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკის და ყველა სახელმწიფო უწყება, ფინანსთა და ყველა სხვა სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალურად ახალი სამუ

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ივანე მაჭავარიანი

9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას. მისი თქმით, მნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`