უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2019 17:45
font-size

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ისაუბრებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადების გაკეთება და ასევე ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისალმება.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალინი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟიზეფ ბორელისთან. ასევე კოლეგა მინისტრებთან და ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ასევე სუამი-იაპონიის მინისტერიალი.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინგიზ აიდარბეკოვი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ხელს მოაწერენ 2020-2021 წლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას.

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება . „ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ

პატრიარქის ცრემლები – აგვისტოს ომის უმძიმესი კადრები

8 აგვისტო, 2020 , 14:55

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს. „2008 წლის, აგვისტოს უმძიმესი დღეები. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, ჩვენი ქვეყნის გმირ შვილებს. ღმერთმა გადაარჩინოს და

“ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდზე, მოლოდინებზე, კამპანიაზე, პრიორიტეტებზე” - ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა ი

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია - სალომე ზურაბიშვილი

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის, – ამის შესახე

მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება

7 აგვისტო, 2020 , 15:55

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება. საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთა

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

7 აგვისტო, 2020 , 15:15

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე