უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივლისი, 2019 16:30
font-size

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უმაღლეს ნიშნულზეა. მაღალი შეფასება მიეცა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საკითხებზე. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტს აშშ-ში და გამართულ შეხვედრებს როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ გამოიხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაესვა აშშ-ის როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და მის ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

20 იანვარი, 2020 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამის შესახ

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ისრაელში მიემგზავრება

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზი

როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო - მარკუეინ მალინი

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან, რაც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს. ყოველივე ეს შესაძლოა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს. აღნიშნული შინაარსის ღია წერილით ამერ

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`