უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან და რუდოლფ მიხალკასთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციული მონაწილეობა. ხაზი გაუსვეს ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის დისკუსიებში. აღინიშნა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.

აღინიშნა რომ დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობა ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით.

მომავალ კვირას, 11-12 დეკემბერს, დაგეგმილია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 46-ე რაუნდის გამართვა.

კახა კალაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

19 მაისი, 2019 , 11:40

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაც

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

19 მაისი, 2019 , 10:00

საქართველოს 19-21 მაისს, სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 მაისს სსფ-ის მმართველ დირექტორს საქართ

უკან არ დავიხევ და არც დამიხევია აქამდეც, მაგრამ ახლა გადმოვალ შეტევაზე - მიხეილ სააკაშვილი

19 მაისი, 2019 , 09:00

თუ ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვ

საქართველოში რიგგარეშე/შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

19 მაისი, 2019 , 08:29

პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის

საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში უსაფრთხოების კონფერენციის ღია დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

18 მაისი, 2019 , 13:00

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მონაწილეობა ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ურსულა ფონ დე

დავუდასტურე მინისტრის მოადგილეს იტალიის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი

18 მაისი, 2019 , 12:40

საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალია შეხვედრა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ბარტოლისთან. საუბრისას განხილულ იქნა არაღიარების პოლიტიკა და მისი მხარდაჭერის