უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

20 ნოემბერი, 2019 11:00
font-size

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებილ გათავისუფლების საკითხი და საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული ვითარება.

დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკის შეწყვეტის აუცილებლობა. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების თემით საოკუპაციო რეჟიმების მანიპულირების მიუღებლობას და საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ კრიზისულ ვითარებას.

მინისტრის თქმით, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.

დავით ზალკალიანმა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

თავის მხრივ, ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე ვითარების განმუხტვისა და გადაჭრისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

“ქვეყანა დარჩენილია ეფექტური მექანიზმების გარეშე“ - ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს ნინო ლომჯარია შეხვდა

13 ივლისი, 2020 , 15:03

რუსი ოკუპანტების მიერ სამი დღის წინ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარია კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ფონიჭალაში იმყოფებოდა. ომბუდსმენი ამბობს, რომ საქმის კურსშია მომხდართან დაკავშირებით,

საოკუპაციო ხაზთან მოვლენებს ყურადღებითა და შეშფოთებით ვაკვირდებით - ლუიზა ვინტონი

13 ივლისი, 2020 , 11:51

მოვლენებს დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ვაკვირდებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

11 ივლისი, 2020 , 16:45

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარ

საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება - სუს-ის უფროსის მოადგილე

10 ივლისი, 2020 , 13:20

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართულ

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

6 ივლისი, 2020 , 12:48

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

3 ივლისი, 2020 , 14:20

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე