უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2018 17:50
font-size

დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვრნელისთან. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს გამორჩეული და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, რაც აისახება როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე ხალხთაშორის კავშირებზე.

განსაკუთრებით აღინიშა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა ლიეტუვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე საკითხში.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სეტქორული თანამშრომლობის დინამიკა. აღინიშნა, რომ ლიეტუვის დახმარების პაკეტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ლიეტუვა გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი ტვინინგის პროგრამის განხორციელებაში, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს 6 პროგრამის განხორციელება.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალში ძალისხმევა მიმართონ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და პოტენციალის უკეთ რეალიზებისთვის.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების პოლიტიკას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს ჩართულობას და მის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას.

აღინიშნა ქვეყნებს შორის ვიზიტორების მაჩვენებლის მზარდი დინამიკა, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის პირდაპირმა ფრენებმა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა თბილისსა და ვილნიუსს შორის, მომავალი წლის გაზაფხულიდან პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი