უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2020 14:40
font-size

დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

„მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იგივე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესი, რაზეც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის გლობალური პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით.

ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი დონის შეხვედრებში, ასპირანტი საქართველოს მონაწილეობის რეგულარული ხასიათი ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს, როგორც სტაბილური და სანდო მოკავშირის მნიშვნელობას და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის მორიგ დემონსტრირებას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართება პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან კშიშტოფ შცერსკისთან.

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, თუმცა, ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკ

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

16 იანვარი, 2021 , 15:00

ვასილ მაღლაფერიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს. მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღო. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი

ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა

16 იანვარი, 2021 , 14:45

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. ყრილობაზე, რომელიც ექსპ

`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი

16 იანვარი, 2021 , 13:20

“ქართული ოცნების” ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, მმართველი გუნდის წევრები კრიმინალები და ქურდები არიან, რომლებმაც ქართველ ხალხს არჩევნები წაართვეს. აქგივსტებმა ადგილზე მიიტანე

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

16 იანვარი, 2021 , 13:04

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმა

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია

16 იანვარი, 2021 , 12:49

„რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა დაიჯერო, რომ გაიმარჯვებ,” - ამის შესახებ „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუქში წერს. “დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ქართული ოცნება ყრილობას