უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

21 ივნისი, 2018 16:00
font-size

დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადებას ყველანაირი ნორმის დარღვევად აფასებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნა და სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა.

"ყველა ეს საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატში. ჩვენი დელეგაცია რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხს თანათავმჯდომარეებს აწვდის და ძალიან მკაფიოდ და მწვავედ განიხილავენ ჟენევის ფორმატში. ბუნებრივია, არანაირი სამართლებრივი შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს, ყველანაირი ნორმის დარღვევაა. ამას არავინ უჭერს მხარს, არც ერთი ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორი, ვინც აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას",- განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში შექმნილია ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია, რომლის წევრის და დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის განაცხადებით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი "სამხრეთ ოსეთის" საზღვრებში არ მოხვდა.

„ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია, ერთად გავაპროტესტოთ მცოცავი ოკუპაცია“ - მოძრაობა `შეცვალე` აქციას დღეს, 16:00-ზე განაახლებს

20 ოქტომბერი, 2019 , 10:28

ნატახტრის გზაზე გუშინ გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პროტესტი ისევ გრძელდება და აქცია დღეს, 16:00 საათზე, შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან კვლავ განახლდება. მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერ

„ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია, ერთად გავაპროტესტოთ მცოცავი ოკუპაცია“ - მოძრაობა `შეცვალე` აქციას ხვალ, 16:00-ზე განაახლებს

19 ოქტომბერი, 2019 , 20:16

ნატახტრის გზაზე, მოძრაობა "შეცვალეს" საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პროტესტი ისევ გრძელდება და აქცია ხვალ 16:00 საათზე, შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან კვლავ განახლდება. მოძ

გიორგი გახარია ატოცზე : სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება

19 ოქტომბერი, 2019 , 18:52

დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ

სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების ქმედება წარმოადგენს პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონოს პროცესს ეხმაურება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქა

რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ - სუს-ი

19 ოქტომბერი, 2019 , 12:25

რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ინფორმაციით, გაა

რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ - სუს -ი

16 ოქტომბერი, 2019 , 14:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ. „რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლი