უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2018 15:35
font-size

დავით ზალკალიანი პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ახალგაზრდა ელჩებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და აღნიშნული მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. მინისტრმა ახალგაზრდა ელჩებთან პროგრამის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა.

„ძალიან მისასალმებელი და კარგი ინიციატივაა. დღეს ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის უკეთესად წარმოჩენაზე ფარგლებს გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, უკვე ამ რანგში გააგრძელებენ აქტიურ საქმიანობას და დაგვეხმარებიან ჩვენი ქვეყნის უკეთესად წარმოჩენაში. ეს არის კიდევ ერთი კარგი საშუალება, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან და იმ ორგანიზაციებთან რომლებიც არიან ფართოდ წარმოდგენელნი საქართველოს ფარგლებს გარეთ, გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია ახალგაზრდა ელჩების ჩართულობით . ასევე მათი მხრიდანაც იყოს მეტი ჩართულობა და ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და პოზიტიური იმიჯი იყოს უფრო ეფექტიანად წარმოდგენილი, როგროც ჩვენს პარტნიორებთან, ისე იმ დიასპორულ ორგანიზაციებში, რომლებიც არის წარმოდგენილნი საქართველოს ფარგლებს გარეთ.“ -აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩებმა თავის მხრივ მინისტრს გააცნეს საკუთარი გეგმები და მიმოიხილეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით დაგეგმილი აქტივობები.

მინისტრმა შეხვედრის ფარგლებში ახლაგაზრდა ელჩებს სიგელები გადასცა. საქართველოს ახალგაზრდა ელჩები ღია კონკურსის შედეგად, ერთწლიანი მანდატით შერჩეული იქნენ 15 ქვეყანაში : ავსტრიის რესპუბლიკაში (მარიამ თაყნიაშვილი), ამერიკის შეერთებული შტატებში (ტატო ოქრუაშვილი), ბელგიის სამეფოში (ნინო ახალშენიშვილი), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ირინე ჩიხლაძე), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში (სოფო ქევხიშვილი), ესპანეთის სამეფოში (თამარ არველაძე), თურქეთის რესპუბლიკაში (გიორგი ცეცხლაძე), იტალიის რესპუბლიკაში (ნენო გაბელია), ნიდერლანდების სამეფოში (ერეკლე კოპალაძე), პოლონეთის რესპუბლიკაში (თამარ ლორთქიფანიძე), საბერძნეთის რესპუბლიკაში (ლიკა ჯანელიძე), საფრანგეთის რესპუბლიკაში (მერი უღრელიძე), უკრაინაში (სანდრო თოფურია), შვედეთის სამეფოში (მარიამ ორჯონიკიძე) და ჩეხეთის რესპუბლიკაში (დემეტრე რუხაძე).

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ კონკურსის გამარჯვებულები თბილისში, 8-9 ნოემბერს მიმდინარე „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“-ს ფარგლებში იმყოფებიან, რომლის დროსაც მათ საგარეო პრიორიტეტების, ტურისტული პოტენციალის, ახალგაზრდული საქმიანობის კუთხით არსებული შესაძლებლობების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში.

საკვანძო სიტყვები:

სახალხო დამცველის მოხსენება ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

16 იანვარი, 2019 , 17:36

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარა

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალზე პრიზი გადასცა

16 იანვარი, 2019 , 17:30

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა. არაოლიმპიურ სახეობ

მიკროავტობუსების 6 ხაზზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალება

16 იანვარი, 2019 , 16:33

თბილისის მთავრობამ მიკროავტობუსების ერთი ახალი მარშრუტის ამოქმედების, ექვს მარშრუტში ცვლილებისა და ერთი მარშრუტის გაუქმების საკითხი განიხილა. ახალი - N69 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ კრწანისის

თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო

16 იანვარი, 2019 , 16:19

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დ

განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს

16 იანვარი, 2019 , 16:16

საქართველოს განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინ

რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის - მიხეილ ბატიაშვილი

16 იანვარი, 2019 , 15:26

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. უხლოეს დღეებში, რეფორმის კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას თავად მინისტრი მიხეილ ბატიაშვი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`