უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 მარტი, 2019 10:15
font-size

დავით ზალკალიანი რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა რუმინეთში მცხოვრებ ქართველებთან. დიასპორასთან შეხვედრა რუმინეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და მათ გაღრმავებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლს გაუსვა ხაზი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებულ გამოწვევას.

„მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე დემოკრატიული, ევროპული ტიპის საქართველოს ჩამოყალიბებაში დიასპორის უმნიშვნელოვანეს როლზე და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ დიასპორასთან კავშირების გაღრმავება დაასახელა. მან ისაუბრა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რაც ხელს უწყობს დიასპორის გაძლიერებას და სამშობლოსთან მათი კავშირის განმტკიცებას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ვალდებულნი არიან, ყოველდღიურ კომუნიკაციაში იყვნენ დიასპორასთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და იმიჯის ამაღლებას, რუმინეთთან კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, მათ შორის, რუმინელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესების საკითხს.

მინისტრისა და დიასპორის წარმომადგენელთა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი