უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2018 17:15
font-size

დავით ზალკალიანის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვეს მიჩელთან.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებს.

აშშ-ის მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას და აშშ-ის ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

ვეს მიჩელმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

მნიშვნელოვანია, მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ახალი მასშტაბური ინიციატივებისა და პროექტების დაანონსებისგან - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:50

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაცია წარმოადგინა. „ხელისუფლების მაღალი თანამ

საჯარო მოხელეებისგან სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას მოითხოვენ, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:15

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელშიც

ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:15

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ამომრ

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა." ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი

აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდების საქმის შესწავლა დაიწყო

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდების საქმის შესწავლა დაიწყო. აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილის, ეკატერინე ღაზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მასალების

ხელს მოვაჭრი თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას- ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, არალეგიტიმურია. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივ