უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 დეკემბერი, 2019 16:10
font-size

დავით ზალკალიანისა და ჟან ივ ლე დრიანის შეფასებით, „ამილახვარის დიალოგი“ კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ფრანგ კოლეგასთან ჟან ივ ლე დრიანთან შეხევდრა გამართა.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრები მიესალმნენ „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში პარიზში იმართება და გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიული ფორმატის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც საფრანგეთმა მსგავსი სახის თანამშრომლობის ფორმატი დააფუძნა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის საქართველო - საფრანგეთის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მათივე ცნობით, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველო-გერმანია-საფრანგეთის ფორმატის ფარგლებში და გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნულ ფორმატში გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები.

„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას გააცნო ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებული მდგომარეობა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა არსებული ვითარების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.

შეხვედრაზე საფრანგეთის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გამოითქვა დაინტერესება თანამშრომლობის განვითარების სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთის წარმატებულ თანამშრომლობას უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, მათ შორის საქართველოს ჩართულობას ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში, ასევე ფრანგული სამხედო ხომალდების ვიზიტს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

მინისტრმა ფრანგ კოლეგას ასევე მიუსამძიმრა მალიში ფრანგი სამხედროების დაღუპვის გამო.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უძღოდა დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო სხდომას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი საფრანგეთში 2019 წლის 2-3 დეკემბერს ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში 5-ს“ - `ევროპულმა საქართველომ` გლდანის აქტივს ნიკა მელია წარუდგინა

13 ივლისი, 2020 , 15:21

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე