უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2017 12:00
font-size

დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სტრასბურგის ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან.

დავით ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ობიექტურ ინფორმაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ; კერძოდ, ეთნიკური ქართველების საკუთრების განადგურების, გამშვები პუნქტების დახურვის, ე.წ. ბორდერიზაციის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ეთნიკური ნიშნით შევიწროებისა და სხვა მსგავს ფაქტებზე.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან ასევე დაადასტურა, რომ გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება. გენერალური მდივანი განსაკუთრებით დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკას. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მდგომარეობა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, ევროპის საბჭო, თავის მხრივ, აქტიურად განაგრძობს მუშაობას სამოქმედო გეგმისათვის ფინანსური რესურსის მოძიებისთვის.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით.

გარდა ზემოაღნიშნული შეხვედრისა, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს. შეხვედრისას დავით ზალკალიანმა მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და აღნიშნული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ. მუდმივი წარმომადგენლები დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითა და კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობით.

8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა.

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა

14 დეკემბერი, 2019 , 14:00

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მ

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი

14 დეკემბერი, 2019 , 12:55

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭ

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

14 დეკემბერი, 2019 , 12:15

გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „ვულოცავთ

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია

13 დეკემბერი, 2019 , 18:00

ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად, - ამის შეს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

13 დეკემბერი, 2019 , 17:10

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ე

ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

13 დეკემბერი, 2019 , 16:05

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მუშაობა დაასრულა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ld

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`