უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 სექტემბერი, 2018 11:00
font-size

დავით ზალკალიანმა ლიბიელ კოლეგასთან ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრის პარალელურად, შეხვედრაზე განიხილეს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი.

დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში ჩართულობისთვის და ასევე იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენ პირებთან მიმართებითაც ლიბია ძალისხმევას არ დაიშურებს პროცესის დროული დასრულებისა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებისათვის.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქართული მხარე ყურადღებით ადევნებს თვალს ლიბიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოთქვამს, რომ ლიბიის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით შეძლებს ქვეყნის მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფას.

მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება განავითარონ მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

20 თებერვალი, 2019 , 13:50

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციისა და მისი გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შეხვ

თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 , 13:50

„ჩვენი ხელისუფლება ერთიანია იმ აზრში, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას, უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს“,

2019 წელს დაგეგმილია 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 , 13:50

სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება.  2019 წელს და

ნათია თურნავა ბაქოში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს

20 თებერვალი, 2019 , 13:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. მრჩე

იმედი მაქვს დღევანდელი დისკუსია ხელს შეუწყობს ახალი საპარლამენტო ფორმატის - „მინისტრის საათის“ ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას და განვითარებას - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 , 13:20

საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის - „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. „ახალი კონ

ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 , 13:06

“მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩ