უკან

პოლიტიკა

12 ივლისი, 2018 16:15
font-size

დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაცია შეაფასა

„საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე. ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის როგორც ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსი ინტეგრაციის გზაზე“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით დოკუმენტში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მისი მხრიდან დაუყონებლივ შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სამხედრო შენაერთები გაყვანილ იქნან საქართველოს ტერიტორიიდან.

მისი თქმით აღნიშნულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ჩამოთვლილია ამ კუთხით პრაქტიკული თანამშრომლობის გზები. „კერძოდ საუბარია, რომ მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ წვრთნებზე და იმაზე რომ ნატო-ს საზღვაო ძალები განახორცილებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების წვრთნას. ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისი თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს თავსებადი ნატო-ს შეიარაღებული ძალებთან“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ასევე საუბარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე „კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წვერი, აქ ასევე არის საუბარი სამოქმედო გეგმის (MAP) როგორც ამ პროცესის შემადგენელ ნაწილზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით დეტალურად არის საუბარი იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქმედო გეგმასთან ერთად ნატო-ში ინტეგრაციის შემადგენელ ნაწილს. ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, ეს არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (NGC, ANP, SNGP). ყველა თანხმდება იმაზე, რომ MAP არის საქართველოს ნატო-ში მიწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით დეკლარაციაში პოზიტიურად არის ასევე შეფასებული თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის ფარგლებში გაწეული ხარჯები, რაც ალიანსის წვერ ქვეყნებთან მიმართებაში ნატო-ს წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

„ნატო პოზიტიურად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით და აღნიშნულია, რომ ეს ხარჯები ემსახურება საქართველოს თავდაცვის და შეირაღებული ძალების მდგრადობას და მის თავსებადობას ნატო-სთან“ - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივ შეხვედრას სახელმწიფო მეთაურების დონეზე, მინისტრის განცხადებით ეს შეხვედრა იყო ყოვლისმომცველი და განხილული იქნა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ყველა ძირითადი მიმართულება.

საჯარო სერვისების დროულად და ეფექტიანად მიწოდების მიზნით ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი - მამუკა ბახტაძე

18 ივლისი, 2018 , 16:00

თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმით

თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა

18 ივლისი, 2018 , 16:00

თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 76 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. დღეს „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 5 ახალი წევრი ქვეყანა შეუერთდა: ეკვ

ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება - დავით ზანკალიანი

18 ივლისი, 2018 , 16:00

„ძალიან მნიშნველოვანია, რომ ეს სამიტი იმართება საქართვლოში, ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, აღიარება იმისა, რომ საქართველო, როგორც ღია მმართველობის თავმჯდომარე ქვეყანა არის უაღრესად წარმატებული ყველა იმ მიმართულები

ირაკლი კობახიძის ავტორიტეტი და ზოგადად მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია - დავით ჭიჭინაძე

18 ივლისი, 2018 , 15:20

თმენის ვალდებულება მართლა გვაქვს დეპუტატებს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ და აღნიშნულით დეპუტატი ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სად

პრეზიდენტს ჩვენ მივახვედრეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის შესაბამისად - მამუკა მდინარაძე

18 ივლისი, 2018 , 15:20

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენაზე დაახლოებით იგივეა, ერთი კვირის წინ რომ ე

,,ქართულ ოცნებაში“ არის რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლებსაც უმარტივესად შეუძლიათ პირველ ტურში მოგება - ირაკლი კობახიძე

18 ივლისი, 2018 , 14:10

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გამართავს. "კონსულტაციები გვექნება როგორც პოლიტსაბჭოს ფორმატშ