უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აგვისტო, 2018 11:45
font-size

დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰაიკე ფაიჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

დავით ზალკალიანმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად არის მიმართული. მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს საქართვლოსა და გერმანიას შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ურთიერთობების გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
„სამაგალითო პარტნიორობა, რომელიც ჩვენს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოიცავს მრავალ სფეროს, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, თავდაცვა, პოლიცია, განათლება და კულტურა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მრავალმხრივ ფორმატები და ამჟამინდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში ერთობლივი წვლილი შეგვაქვს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული რეფორმების კუთხით ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში აღიარებული ლიდერია და ის წარმოადგენს ჰაბს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას.

„გერმანია მიეკუთვნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი ჩიქოვანი შს მინისტრად ინიშნება?

19 თებერვალი, 2019 , 16:35

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წყალობით, “ქართულ ოცნებას” ზუგდიდში მერობის კანდიდატი აღარ ჰყავს. არადა თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ მერის რიგგარეშე არჩევნებზე მმართველი პარტია ირაკლი ჩიქოვანის კანდი

მამუკა ბახტაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

19 თებერვალი, 2019 , 15:50

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ლუიზა ვინტონს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის 2019 წლის პრიორიტეტებს შეეხო. აღ

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

19 თებერვალი, 2019 , 15:37

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა. განსახილველ საკითხებს შორის საქრთველოს-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო

„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

19 თებერვალი, 2019 , 14:10

„ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი მთავარი სპეციალისტი, პარტია „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძ

კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს

19 თებერვალი, 2019 , 12:50

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ კობა დავითაშვილმა თავად განაცხადა. შუალედური არჩევნები მთაწმინდის საარჩევნო ოლქში აპრილში გ

ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს - სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი, 2019 , 10:10

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საჯარო ლექცია წაიკითხა - ,,საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში&ldqu