უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

20 ივნისი, 2019 11:55
font-size

დავით ზალკალიანმა შვედ ხალხს ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც შვედეთის ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა საზეიმოდ აღინიშნა.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა შვედ ხალხს და შვედეთის მთავრობას აღნიშნული დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მან განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი დამფუძნებლის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ასევე შვედ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა, რა დროსაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და გამოთქვეს მზაობა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ გაღრმავებას და განვითარებას.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვედი მონიტორების აქტიური მონაწილეობისთვის.

უწყების ცნობით, ზაფხულის ბუნიობის დღესასწაულის აღნიშვნას საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში

12 ნოემბერი, 2019 , 15:00

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში. "მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ,

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის. ნაზარბაევი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისი ინფო

ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ბოლივიის პრეზიდენტი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევო მორალესმა მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით აცნობა. თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პ

ირანში ძლიერ მიწისძვრა მოხდა

8 ნოემბერი, 2019 , 10:35

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კ

უკრაინის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა ფილიპ მორისის, ბრიტიშ ამერიკან თამბაქოს და ჯეი თი აის წარმომადგენლობები 262 მილიონი დოლარით დააჯარიმა

7 ნოემბერი, 2019 , 16:15

უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა 6.5 მლრდ გრივნათი დააჯარიმა თამბაქოს მსხვილი მწარმოებლები და სიგარეტის დისტრიბუტორები. ჯარიმა დაკისრებული იქნა მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების შეთანხმებული ანტიკონკურენტული მოქმედებე

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან“ - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

5 ნოემბერი, 2019 , 18:00

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან“ - ამის შესახებ შვედე