უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივნისი, 2018 11:00
font-size

დავით ზალკალიანმა შვედეთის ზაფხულის დღესასწაულსა და ელჩის გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

სააგრეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის ელჩის, მარტინა ქუიქის გამოსამშვიდობებელ საღამოში, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. მინისტრმა შვედებს ასევე შუა ზაფხულის დღესასწაული მიულოცა.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც 100 წელს ითვლის იმ პერიოდიდან, როდესაც სტოქჰოლმში პირველი ქართული მისია დაფუძნდა. „სამწუხაროდ ის მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ შევძელით ეს კავშირები 90-იანების დასაწყისში თავიდან გაგვეაქტიურებინა.” - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს როლს.

დავით ზალაკლიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რომელიც ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად არის მიმართული. მინისტრმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის შვედეთს მადლობა გადაუხადა.

„შვედეთი არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი მონაწილე. მას 19 დამკვირვებელი ჰყავს ამ მისიაში, რომელიც თავისი საქმიანობით ძალიან მნიშვნელოვანია და ადგილზე ახდენს უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მინდა გამოვხატო ჩემი და ჩემი მთავრობის ღრმა პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.”

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით შვედეთი თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების საუკეთესო მაგალითი და „აღმოსავლეთ პარტნიონობის“ ერთერთი ფუძემდებელია. მისი თმით ამ ინიციატივის შემდგომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის შვედეთს, რისთვისაც ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შვედ ხალხსა და შვედეთის მთავრობას. მან ასევე აღნიშნა „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, (SIDA)“ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში.

დავით ზალკალიანმა საქართველოში შვედეთის ელჩს, მარტინა ქუქს საქართველოსა და შვედეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„სამწუხაროა რომ ვემშვიდობებით ქალბატონ მარტინა ქუიქს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვენი მოღვაწეობის დროს და მოგიწევთ საქართველოსთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობა. იმედს ვამყავრებ რომ შევხვდებით სხვადასხვა ფორუმებზე - ბრუსელში, სტოკჰოლმში, თბილისში. ჩემი სურვილია, რომ მუდამ გაქხსოვდეთ საქართველო“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა

21 ივლისი, 2018 , 18:56

“ევროპულმა საქართველომ “პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ქუთაისში წარუდგინა. „საზოგადოება არის გახლეჩილი, ს

არცერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა - ირაკლი კობახიძე

21 ივლისი, 2018 , 18:40

„როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა არის უ

პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად “ქართული ოცნება” განსაზღვრავს, ეს მოსწონს თუ არა მარგველაშვილს და ვიცით, რომ არ მოსწონს - ირაკლი კობახიძე

21 ივლისი, 2018 , 17:50

პარლამენტის თავმდჯომარის, ირაკლი კონახიძის ვარაუდით, თუ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ის სოლიდურ შედეგს ვერ აჩვენებს. კობახიძის შეფასებით, მარგველაშვილის განცხადებე

განიხილება რამდენიმე სერიოზული კანდიდატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირველივე ტურში მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები - კახა კალაძე

21 ივლისი, 2018 , 17:50

თბილისის მერის, ,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რამდენიმე სერიოზულ კანდიდატს განიხილავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქ

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე 233 პირიდან ზღვარი 73-მა მონაწილემ გადალახა - გიორგი მიქაუტაძე

21 ივლისი, 2018 , 17:25

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე სულ 233 პირი იყო რეგისტირებული, მათგან 75-ქულიანი ზღვარი 73-მა მონაწილემ გადალახა. მიქაუტაძის მტკიცებით

ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას - ირაკლი კობახიძე

21 ივლისი, 2018 , 17:25

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას. ირაკლი კობახიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი მღებრიშვილის წასვლას

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან