უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: “ნაციონალურ მოძრაობას” ახალი სახეები მაჟორიტარულ და პარტიულ სიებშიც ეყოლება 06.06.2012 18:37

”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ახალი სახეები როგორც მაჟორიტარულ, ისე პარტიულ სიებში ეყოლება. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

“ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან როგორც მაჟორიტარულ, ისე საარჩევნო სიაში, თუმცა კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველა არჩევნებზე განახლებული სახეებით გამოდიოდა და ვფიქრობ, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი სიძლიერე სწორედ ის არის, რომ პარტიაში მუდმივად მიდის განახლება და მუდმივად ახალი სახეები ჩნდებიან. პოლიტიკაში მთავარია, პრინციპი შეინარჩუნო, მაგრამ პრინციპების უკან მუდმივი განახლებაც მნიშვნელოვანია”, -- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება მაჟორიტატების დასახელების კონკრეტულ თარიღს, მისი თქმით, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ როდის დასახელდებიან ისინი და რა ფორმით, ამაზე გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს.