უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე უნგრეთს ეწვევა 17.05.2012 09:15

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ორდღიანი ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უნგრეთის პრეზიდენტს, იანოშ ადერს შეხვდება. ასევე, ქალაქ ბუდაპეშტში დავით ბაქრაძეს მისი კოლეგა, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ლასლო კოვერი მიიღებს. დაგეგმილია უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ტივადარ პუშკაშთან შეხვედრა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და უნგრეთს შორის 20 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე.

უნგრეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა ლეჟავა და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გურამ ჩახვაძე მიემგზავრებიან.