უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
დავით ბაციკაძე სასამართლო დარბაზიდან მისი გაძევების დეტალებზე საუბრობს 08.07.2012 16:37

კონსერვატიული პარტიის წევრმა დავით ბაციკაძემ, რომელსაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო დღეს თბილსის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება დასჭირდა, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს მკვლელი უწოდა. ამის შესახებ ბაციკაძემ ჟურნალისტებს თვითონ განუცხადა.

ბაციკაძის თქმით, იგი დიაბეტითაა დაავადებული და სხდომაზე მოსამართლეს სთხოვა, რომ დაახლოებით ერთსაათიანი შესვნება გამოეცხადებინა იმისათვის, რომ მას შესაბამისი სამკურნალო პროცედურების ჩატარება მოეხერხებინა, თუმცა უარი მიიღო.

“ამის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ მკვლელი იყო, რადგან ასე შეიძლება დავღუპულიყავი.. რის შემდეგაც გამაძევა სხდომიდან და დარბაზიდან გამოსვლისთანავე გავხდი ცუდად”, - განაცხადა ბაციკაძემ, რომელსაც კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე უკანონო შემოწირულობის განხორციელების ბრალდება აქვს წაყენებული.

ამჟამად ბაციკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზემოხსენებული ბრალდებით 17 პირის საქმის განხილვა უკვე 4,5 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს.