უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 აპრილი, 2016 17:45
font-size

დავით ბერძენიშვილი -საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტზე: ერთის კარგია შინაარსი, მეორის - ვადა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპარტიული ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა შეიცვალოს. დღის წესრიგშია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განხილვაც, რომელიც ანალოგიური ცვლილების 2016 წლის შემდგომ არჩევნებზე ამოქმედებას ითვალისწინებს. რესპუბლიკური პარტიის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა შინაარსობრივად უფრო გამართულია, ხოლო ინტერპარტიული ჯგუფის კანონპროექტი ცვლილების ამოქმედების ვადების მხრივ არის უფრო მისაღები.

,,რა თქმა უნდა, იქნებოდა უკეთესი, რომ 2016 წელს ამუშავებულიყო რეგიონული-პროპორციული სისტემა.

საუკეთესო ვერსია იქნებოდა, ჩვენი ტექსტი 2016 წელს ამუშავებულიყო. მაგრამ ამის შესაძლებლობა ძალიან დაბალია და სხვა ვერსიები არის უკეთესი, ვიდრე დღევანდელი რეალობა, ამიტომ, განვიხილავთ ორივე მოდელს და ორივეს მიმართ ვართ კეთილგანწყობილი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტი დეპუტატებს მამუკა კაციტაძემ გააცნო, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო. კითხვა-პასუხის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე საკუთარ აზრს საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები დააფიქსირებენ.

მარი ნამგალაძე

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი