უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 12:41გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21 ნოემბერს, შატო მუხრანში, TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სპიკერები მსმენელს საკუთარი ინოვაციური ხედვის, პროდუქტის თუ იდეის შესახებ მოუყვნენ. TED-ის მიერ ლიცენზირებული ადგილობრივი ღონისძიება 25 წლამდე ასაკის საინტერესო ადამიანებისა და მათი ორიგინალური იდეების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
ღონისძიების ტრანსლაცია TEDxYouth@Tbilisi-ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებით მოხდა. თითოეული გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მსმენელებს გამომსვლელებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.
სპიკერები ისეთ თემებს შეეხენ, როგორიცაა: წარმავლობა, საკუთარი თავის ძიება, სამყაროს ინტერპრეტაციის სხვადასხვა გზები, პირადი სივრცის მნიშვნელობა, საკუთარი პროფესიის ძიება და სხვ.
სპიკერებს შორის იყვნენ:
გიორგი მაჭარაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი და მთარგმნელი
ტბელ აბუსერიძე - ფოტოჟურნალისტი
ქეთა ბაღაშვილი - Beauty Lab-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და სოლო მოგზაური
რუსუდან ინალიშვილი - პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრის სტუდენტი, ქოფირაითერი და პირველი ქართული plus-size ბლოგის შემქმნელი
თეიმურაზ თეთრაშვილი - კონტენტ ფროდაქშენ სტუდიო “სამსარას” დამფუძნებელი
„რამდენიმე წელია, სტუდენტური ბარათის ფარგლებში საქართველოს ბანკი TEDxYouth@Tbilisi-ს უწევს პარტნიორობას. თანამშრომლობის მიზანი კი სტუდენტებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი იდეების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. სტუდენტების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღმოჩენების გაკეთება და ახალი შესაძლებლობების პოვნა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა TEDxYouth@Tbilisi-სთვის გვემასპინძლა. პირველად ქართული TEDxYouth@Tbilisi-ის ისტორიაში, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მაყურებელი ღონისძიებას Facebook-ის Live-ის საშუალებით დაესწრო. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს იმისთვის, რომ დაარსებიდან უდგას გვერდით ამ ფორმატს და გვეხმარება ინოვაციების და ინოვატორების პოპულარიზაციაში“, - განაცხადა TEDxTbilisi-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი გაბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, TEDx არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.
NS