უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აგვისტო, 2016 22:22
font-size

დავით ნარმანიამ საკრებულოს დეპუტატებს თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს დეპუტატებს თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატთა შესაბამისმა რაოდენობამ მოითხოვა დედაქალაქის მერის საკრებულოში მოსვლა აღნიშნულ საკითხზე და მან იმავე დღეს გამოთქვა მზაობა საკრებულოს წინაშე ანგარიში წარედგინა.

თბილისის მერმა ისაუბრა ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით თბილისის მერიის მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ისტორიაში პირველად შემუშავდა გარემოს დაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის.

„მსგვსი სტრატეგიული დოკუმენტი დედაქალაქის ისტორიაში არ ყოფილა. ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი გამწვანების პოლიტიკა ეფუძნება. მასზე დაყრდნობით ჩვენ დავიწყეთ რეალიზაცია ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამისა, რომლის გამწვანების კომპონენტი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავდა. პირველი, ეს არის მასობრივი გამწვანების ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დარგულია 560 000 ხე. ამ წლის შემოდგომაზე 79 000-მდე ხე დაირგვება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მერია აქტიურად მუშაობდა სკვერებისა და პარკების აღდგენის ღონისძიებებზე.

„სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა გოთუას სკვერის რეაბილიტაცია. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებს რობაქიძის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩაზე. მიმდინარეობს მაიაკოვსკის სკვერის აღდგენითი სამუშაოები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, თამარაშვილის ქუჩაზე სკვერი ბოლოს 1961 წელს იქნა აღდგენილი.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით დაიწყო ხმობადი და დაავადებული ხეების ჩანაცვლება.

„ბოლო ორი სეზონის განმავლობაშ ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა დაავადებულმა ხეებმა მეტი ზიანი არ გამოიწვიოს. ბოლო ინვენტარიზაცია და ასეთი გამოხშირვითი ღონისძიებები ბოლოს 1988 წელს ჩატარდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობის გარემოს დაცვითი პოლიტიკა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი