უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 მარტი, 2022 11:31
font-size

უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ და აჩერებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციას ყველა მიმართულებით - გენშტაბი

საომარი მოქმედებების დაწყებიდან, რუსული ჯარის 31 ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა საბრძოლო უნარი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

06:00 საათისთვის უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ და აჩერებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციას ყველა მიმართულებით.

კერძოდ, პოლისიას, სევერსკის და პივდენნობუჟსკის ოპერაციულ რაიონებში მტერმა განიცადა დიდი დანაკარგი ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, გაჩერდა და ცდილობდა ფეხის მოკიდებას საზღვრებზე.

დონეცკის მიმართულებით, წინსვლის მცდელობისას, რუსულმა ჯარებმა მიიღეს უკრაინელი მცველებისგან ღირსეული პასუხი და ზოგიერთ მიმართულებაზე შეაჩერეს, დანარჩენში კი მტერმა საგრძნობლად შეამცირა წინსვლის ტემპი.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მტრის 31 ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა საბრძოლო უნარი.

„საბრლო მოქმედებების შედეგად რუსული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უმეტესობა, რომლებსაც ჰქონდათ უშუალო საბრძოლო კონტაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, დემორალიზებულია, პირადი შემადგენლობბის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა მცირდება, ფიქსირდება ტყვედ ჩაბარების შემთხვები ცალკეული ჯგუფების მიერ. უკანასკნელ დღეებში შეინიშნება მოწინააღმდეგის დეზერტირების მცირე ჯგუფების გადაადგილება სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით. მტერს აქვს სერიოზული პრობლემა რეზერვის შევსების მიმართულებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს თავდაცვის სხვა შესაბამის სექტორებთან ერთად შეთანხმებული ურთიერთქმედებით აკავებს ოკუპაციური ჯარების მასიურ თავდასხმას, უწევს წინააღმდეგობას.

გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი