უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მაისი, 2019 12:40
font-size

დავუდასტურე მინისტრის მოადგილეს იტალიის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი

საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალია შეხვედრა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ბარტოლისთან.

საუბრისას განხილულ იქნა არაღიარების პოლიტიკა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან; მათ შორის, ხაზი გაესვა იტალიის ქალაქ რანდაცოს ვიცე-მერის ვიზიტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. აღინიშნა მსგავსი კონტაქტების დაუშვებლობა.

ელჩმა დაადასტურა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ იტალიის რეგიონებისა და კონკრეტული მუნიციპალიტეტების ფართო ავტონომიური უფლებების მიუხედავად, ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ცენტრალური ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, ამ პრინციპების დარღვევით გაფორმებულ ნებისმიერ დოკუმენტს არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა.

იტალიის მხარეს აგრეთვე მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და მოსაზრებები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომავალ რაუნდთან დაკავშირებით.

„ჩვენ განვიხილეთ ერთ-ერთი იტალიური ქალაქის წარმომადგენლების მიერ ცხინვალში გამართული შეხვედრის საკითხი. მე, ბუნებრივია, დავუდასტურე მინისტრის მოადგილეს იტალიის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროკავშირისა და გაეროს საერთო პოზიციის ფარგლებში. იტალიაში ადგილობრივი მმართველობები სარგებლობენ გარკვეული სახის ავტონომიით, თუმცა როდესაც საკითხი საგარეო პოლიტიკას ეხება, ეს ცენტრალური მთავრობის კომპეტენციაა და შესაბამისად, ყველა ამ სახის ინიციატივა, თუ შესაძლო შეთანხმება, ადგილობრივი მმართველობის, თუ ბიზნეს-ორგანიზაციის მიერ, არ არის ვალიდური“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ენრიკო ბარტოლიმ.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე