უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ივნისი, 2017 15:10
font-size

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ანტიკვარული წიგნი და ,,პარაბელუმის“ ტიპის პისტოლეტი დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ანტიკვარული წიგნი - „ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით“ - პარიზი 1823 და ,,პარაბელუმის“ ტიპის პისტოლეტი დაუბრუნდებათ. ასევე, პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და განაჩენით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე პავლე კუსიანს 30 000 აშშ დოლარად სურდა გაეყიდა მისი ოჯახის კუთვნილი ფრანგულ და იტალიურ ენებზე შესრულებული ანტიკვარული წიგნი - „ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით“ - პარიზი 1823.

პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფმა სისხლის სამართლის საქმის გახსნის ინსცენირებისა და ამ გზით წარმატებული საგამოძიებო უწყების იმიჯის მოპოვების მიზნით, გამოძიება დაიწყო ხსენებული წიგნის თითქოსდა ბიბლიოთეკიდან ქურდობის ფაქტზე. ამავდროულად, წიგნის მესაკუთრე პავლე კუსიანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში და რამდენიმესაათიანი ფსიქოლოგიური ზეწოლის და მუქარის შედეგად იძულებით დააწერინეს ხელწერილი, თითქოს ეს უკანასკნელი ანტიკვარულ წიგნს ნებაყოფლობით გადასცემდა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ვინაიდან იგი წარმოადგენდა იშვიათ სამუზეუმო და ბიბლიოთეკის ექსპონატს, რომლის მოვლის საშუალებაც მას არ გააჩნდა.

დაზარალებულისგან იძულებით ხელწერილის მიღების შემდეგ საგამოძიებო უწყებამ ანტიკვარული წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ასევე მოქალაქე ოთარ მიქაძესაც დაუბრუნდება. 2011 წელს დაზარალებული მოქალაქე მის მფლობელობაში არსებული 1940 წელს გამოშვებული ,,პარაბელუმის“ ტიპის პისტოლეტის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციას ცდილობდა, რა დროსაც მას სამართალდამცავი ორგანოების უხეში ჩარევით, იარაღის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით ჩამოართვეს და უარი უთხრეს მის რეგისტრაციაზე.

ჩვენ მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, პავლე კუსიანს დაუბრუნდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ანტიკვარული წიგნი -„ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით“ - პარიზი 1823, ხოლო ოთარ მიქაძეს დაუბრუნდება და მიეცემა საშუალება დაირეგისტრიროს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ცეცხლსასროლი იარაღი.

გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო. მოქალაქე გიორგი ხუროშვილს კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არსებული 3 990 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული ბენზინგასამართი სადგურით, რაც 2011 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა და სამართალდამცავ ორგანოებში დაიგეგმა მისი ჩამორთმევისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.

ამ მიზნით, 2011 წლის 25 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გიორგი ხუროშვილი დაკავებული იქნა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის დამზადების ფაქტზე, თითქოს ეს უკანასკნელი საკუთარი ბენზინგასამართი სადგურის გაქირავებით იღებდა იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ამას ანგარიშფაქტურაში ასახავდა. გამოძიების მიერ ხელოვნურად შეკრებილი მტკიცებულებების შედეგად, 2012 წლის 10 აპრილს გიორგი ხუროშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 10 000 ლარი. ამავე განაჩენით, მიწის ნაკვეთი და ბენზინგასამართი სადგური, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი ჩამოერთვა მსჯავრდებულს და გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით სრულად დადასტურდა მსჯავრდებულ გიორგი ხუროშვილის უდანაშაულობა და სამართალდამცავი ორგანოს დაინტერესება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რის გამოც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების და ჩამორთმეული ქონების გიორგი ხუროშვილისთვის დაბრუნების მოთხოვნით.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 64 ფაქტი, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, სასამართლოში 24 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა; დაზარალებულად ცნობილია 136 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`