საზოგადოება


დაზარალებულებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ჰქონდა დაზღვეული საკუთარი პროდუქცია - ელიავას ბაზრობის დირექტორი
ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორის, გოჩა ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის პერიოდში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო.
როგორც ხეცურიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პერიოდში შენობაში იმყოფებოდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლები.
მისივე თქმით, ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის ელექტროენერგიის ჩართვა-გამორთვაზე დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია და ამ ინფორმაციას ფლობს დაცვის სამსახური, რომლის წარმომადგენლებიც დღეს უკვე დაიკითხნენ.
მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზიაა სრულად განადგურებული. გოჩა ხეცურიანის განცხადებით, დაზარალებულებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ჰქონდა დაზღვეული საკუთარი პროდუქცია.
ხეცურიანის თქმით, მისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები და გარკვეულ დეტალებზე საუბარი ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ უფრო შესაძლებელი იქნება.
ამ დრომდე დამწვარ ობიექტზე შესვლის უფლება არ აქვთ დაზარალებულებს. ცოტა ხნის წინ, შემოსაზღვრულ ფართობზე მხოლოდ დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ელიავას ბაზრობაზე 2500 კვ/მ-მდე გავრცელებულ ხანძარს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში 150-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დამწვარია ავტონაწილების 20-მდე მაღაზია.
რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ.
ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3010 ლარი გახდა
21 იანვარი, 2021 , 17:25
თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო
21 იანვარი, 2021 , 17:25

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
21 იანვარი, 2021 , 17:10

ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო - თეა წულუკიანი
21 იანვარი, 2021 , 14:55

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 1-20 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 161 289 განაცხადი დარეგისტრირდა
21 იანვარი, 2021 , 14:20
საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა
21 იანვარი, 2021 , 14:20