უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 დეკემბერი, 2016 13:50
font-size

დაზარალებულებისთვის უკვე 18,5 მილიონის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებაა დაბრუნებული - ირაკლი ნადარეიშვილი

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დაზარალებულებისთვის დაახლოებით 18,5 მილიონის ოდენობის უძრავ-მოძრავი ქონებაა დაბრუნებული.

ამის შესახებ ნადარეიშვილმა მედიას საჯარო დისკუსიის „წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა“ ფარგლებში განუცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე დეპარტამენტმა საკუთარი ხედვები წარადგინა: შესაძლებელი იყო თუ არა მეტის გაკეთება, რა იყო ამისთვის საჭირო, რა არის საჭირო რომ უფრო ეფექტური გახდეს დეპარტამენტის მუშაობა.

„დაახლოებით 18,5 მილიონი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებაა დაბრუნებული. სულ 105 პირი არის დაზარალებულად ცნობილი. აქედან, 20-ის საკითხი მიმართულია სასამართლოსთვის შუამდგომლობით განაჩენის გადახედვაზე, ხოლო დანარჩენები არის ქონებრივ ნაწილში დაზარალებულად ცნობილი და მათ დიდ ნაწილს უკვე დაუბრუნდა ქონება, მცირე ნაწილისთვის კი, დაბრუნების პროცესშია",- განაცხადა ნადარეიშვილმა.

რაც შეეხება ძალადობის საკითხს, „გახნსილი არის ისეთი ფაქტები, როგორიც არის მაგალითად, კობა დავითაშვილზე განხორციელებული უკანონო ქმედება, რასაც მისი ფიზიკური დაზიანება მოჰყვა“.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი