უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2018 14:20
font-size

დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი სხვა ბაზრობაზე უკვე გადაყვანილია - გიგა კვერენჩხილაძე

დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზრობაზე უკვე გადაყვანილია, – განუცხადა ჟურნალისტებს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადვოკატმა, გიგა კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებული მოვაჭრეების შესვლა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხვალ ან ზეგ მოხდება.

„დანარჩენებთან შეხვედრები მიმდინარეობს და ეტაპობრივად ისინიც მიმდებარე ბაზრობაზე, „თერგის“ ტერიტორიაზე იქნებიან გადაყვანილი და ყველანი სავაჭრო ადგილებს მიიღებენ. რაც შეეხება შენობაში შესვლას, ამ ეტაპზე ჩვენ დამოკიდებული ვართ პოლიციასა და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებზე. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ან ზეგ შესვლა და დათვალიერება მოხერხდება. დღეისთვის სავარაუდოდ ვერ მოხერხდება, რადგან იქ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, აღწერას გარკვეული დრო დასჭირდება.

„თავდაპირველად დათვალიერება მოხდება, შესვლა, გამოტანა და ა.შ. ეს სახანძრო და პოლიციის სამსახურების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოტანაზე ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ეს ძალიან ადრეა. იქ უნდა ინახოს, ვის რა ზარალი მიადგა. ყველაფერი ხომ უნდა აღწერონ და ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადვოკატმა.

გიგა კვერენჩხილაძის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი დაზღვეული იყო. რაც შეეხება მოვაჭრეებს, მისი თქმით, მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა საქონელი დაზღვეული.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი