უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 იანვარი, 2020 16:35
font-size

დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებთ გახსნას გამშვები პუნქტები - ელიზაბეთ რუდი

"კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუდმა დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა მათ, რომ ადგილობრივ მოსახლოებას თავისუფალი გადაადგილების უფლება მისცენ.

"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება", - აღნიშნა რუდმა.

ე.წ. გამშვები პუნქტი 5 სექტემბრიდან ჩაიკეტა.

რუდი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით გარემონტებული სკოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, 14 000-მდე ოჯახი, გათბობით უზრუნველყოფისათვის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს - ქეთევან ციხელაშვილი

21 იანვარი, 2020 , 16:05

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფისთვის ვაუჩერების დარიგების საკითხს ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვი

საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს - სუს-ი

21 იანვარი, 2020 , 11:35

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრი

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს - როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს

16 იანვარი, 2020 , 12:05

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოხუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის&ld

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

14 იანვარი, 2020 , 13:30

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობას ვალერი ბგანბა შეასრულებს

13 იანვარი, 2020 , 15:35

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა დანიშნეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. ეროვნული საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ბგანბას კანდიდატურას 34 დეპუ

მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად - რაულ ხაჯიმბა

13 იანვარი, 2020 , 12:00

"მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად,"- ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა. "ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`