უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

18 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

დე-ფაქტო პროკურატურის მიზანია ჩამსვას ციხეში და შემდეგ მოახდინოს ჩემი გამოძევება ახალგორის რაიონიდან - ახალგორელი აქტივისტი პრემიერს მიმართავს

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დახმარების თხოვნით მიმართა. მეარაყიშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პროკურატურა აპირებს მის დაპატიმრებასა და შემდგომში გაძევებას რეგიონიდან.

„წელიწადი და ოთხი თვეა ფაქტობრივად ტყვეობაში ვარ. სისხლის სამართლის სამი საქმეა ჩემ წინააღმდეგ აღძრული. ყოველდღიურად ირღვევა ჩემი უფლებები. ესაა ჩემი დევნა, როგორც სამოქალაქო აქტივისტის. დევნამ ახლა მიიღო ასეთი ფორმა, მანამდე სამსახურებიდან გათავისუფლება იყო, თავისუფლების უკანონო აღკვეთა... პროკურატურის მიზანია, ჩამსვას ციხეში და შემდეგ მოახდინოს ჩემი გამოძევება იმ რაიონიდან, სადაც დავიბადე და 43 წელი ვიცხოვრე. სასამართლო პროცესებზე მაქვს წარმატება, რომელიც შეიძლება, წყალში ჩაიყაროს... ამ მიმართვის მიზანია, პრემიერი გამომეხმაუროს. პირადად მას მინდა ავუხსნა ჩემი მძიმე მდგომარეობა, რათა არ მივმართო რადიკალურ ზომებს. გთხოვთ, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გააზიარეთ, იქნებ, გადასცენ ჩემი სურვილი“, - დაწერა მეარაყიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი