კომენტარი


დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს - ნათია მეზვრიშვილი
შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე კომენტარი გააკეთა.
„დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს. ჩვენ ამოვიღეთ ჩხრეკის შედეგად ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა.
გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მოძალადე პატიმრობაშია.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სამომავლოდაც, თითოეულ ასეთ ძალადობის ფაქტზე ჩვენ ვიქნებით ისეთივე ეფექტიანები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავით იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაზარალებულის, თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოება.“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობაზე - დავით დონდუა
21 აპრილი, 2018 , 16:40

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების მხრიდან რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია - თამარ ჩუგოშვილი
18 აპრილი, 2018 , 17:25

ბიძინა ივანიშვილის ჩართვა ამ პროცესში სასურველია, რადგან მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი - გედევან ფოფხაძე
18 აპრილი, 2018 , 16:40

დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს საკუთარი ფუნქციები უკეთ შეასრულოს
18 აპრილი, 2018 , 16:05

პრეზიდენტი იყო ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა-სერგო რატიანი
18 აპრილი, 2018 , 14:20

გიორგი აბაშიშვილის განცხადება რაღაც ისტერიკულია - გია ვოლსკი
18 აპრილი, 2018 , 14:20