უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2016 11:30
font-size

დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი 801 მილიონ. 302. 000 ათას ლარს შეადგენს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრქაციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

“ 9 დეკემბერს კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი.

ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები ჩვენსა და დედაქალაქის მთვრობას შორის.

თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 800 მილიონზე მეტია და 801 მილიონ. 302. 000 ათას ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პრიორიტეტებია: მუნიციპალური ტრანსპორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება, განათლება და რასაკვირველია, კვლავ პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება.

მოგახსენებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში თანხა გაზრდილია კომუნალური ვაუჩერების მიმართულებით. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000-დან 200 000-მდეა, მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად, აბონენტის ნომერზე 16 ლარის ნაცვლად 20 ლარი ჩაერიცხებათ.

თანხა ასევე გაიზარდა დაზიანებული III კატეგორიის ავარიული შენობების გამაგრებისთვის, რომელიც 22მლ. 19 000 ლარს შეადგენს.

ასევე გაზრდილია „თბილისის განვითარების ფონდის“ ბიუჯეტი, რაც დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლის რეაბილიტაციას მოხმარდება.

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ხარჯებს, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში, ის შემცირებულია 22 მლ. 300 000 ლარით, მათ შორის თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა 1მლ. 400 000 ლარით“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ გვეკუთვნის ეს ტერიტორია და ჩვენ კუთვნილებაზეა ლაპარაკი - ანდრია ჯაღმაიძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე

25 სექტემბერი, 2020 , 19:51

ეკლესია-მონასტრების ტერიტორიები ეკუთვნის საპატრიარქოს – ამის შესახებ განცხადება, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღაიძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა. "გვაქვს გარკვეული

საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს - ბიძინა კულუმბეგოვი

25 სექტემბერი, 2020 , 17:40

საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს, - ამის შესახებ ალერგოლოგ - იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, აქცენტი პაციენტების სახლში მოვლაზე უნდა გაკეთდეს. "ასეთი რადიკალუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3332 ლარი გახდა

25 სექტემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2897 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვ

საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 17:25

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს – მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, – აღნიშნული

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

25 სექტემბერი, 2020 , 17:25

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა. შესაბამისი განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში&

ცესკოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.