უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 ნოემბერი, 2018 15:50
font-size

დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება.

ნადირაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა.

„ქართული ოცნების“ ცრუპენტელობას და ტყუილებს საზღვარი არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ წაგებული პირველი ტურის მერე მაინც ესწავლათ ჭკუა და ადეკვატური ბიუჯეტი შემოეტანათ მაშინ, როდესაც ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და მსყიდველობითი უნარი აქვს დაკარგული, დედაქალაქში პრობლემები დღითიდღე უფრო მწვავეა, თბილისის მერიამ მოქმედ 916 მილიონიან ბიუჯეტთან შედარებით, 45 მილიონი ლარით ნაკლები ბიუჯეტი შემოიტანა. იტყუებიან, თითქოს ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტის კლებაა თითქმის ყველა მიმართულებით, მაშინ როდესაც ისინი ზრდიან ბიუროკრატიას, საკუთარ ხელფასებს, შრომის ანაზღაურებას და ა.შ", - განაცხადა ნადირაძემ.

ქართული ოცნება აზროვნებს და მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად - ბადრი ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 18:07

“ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან”- ასე შეაფასა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გ

წაგების მოლოდინში `ოცნება` ყოველდღიურად კარგავს სახეს -სალომე სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე

28 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, “ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება, რომელშიაც კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხები

`სადაც მინდა იქ წავალ... იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ` - გომელაური ბათუმში ჩავიდა

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას "აჩოტებს" არ ჩააბარებს. 

აუდიტი გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო – ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

"გირჩის" ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა. "3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამა

ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას - კელი დეგნანი

28 ოქტომბერი, 2020 , 15:20

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ოც წელზე მეტია, უჭერს მხარს საქართველოში არჩევნების ჩატარების პროცესს. „აშშ-მა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია სა

ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში - კელი დეგნანი

28 ოქტომბერი, 2020 , 15:20

ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბარში,