უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 ნოემბერი, 2016 12:55
font-size

დედაქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება - დავით ნარმანია

თბილის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დასრულების პროცესშია და თბილისის საკრებულოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - 15 ნოემბრამდე წარედგინება. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება.

ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში იქნება ასახეული.

,,ჩვენ ვასრულებთ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით 15 ნოემბრამდე წარედგინება დედაქალაქის საკრებულოს. დედაქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში რასაკვირველია გაიზრდება.

რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პრიორიტეტია გამოკვეთილი, რაც დაკავშირებულია საბავშვო ბაღების მშენებლობასთან და ზოგადად, მომავალზე ზრუნვასთან. გამწვანება და ეკოლოგია კვლავაც პრიორიტეტულად იქნება წარმოდგენილი. ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები - ეს იქნება ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ. ისევე, როგორც ტრანსპორტის მიმართულებით - ავტობუსების შემოყვანის დასრულება და მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მარი ნამგალაძე

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

25 თებერვალი, 2020 , 15:05

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. განმარტებით

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 თებერვალი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8079 ლარი გახდა

24 თებერვალი, 2020 , 17:25

თბილისი. მედიანიუსი. 24.02.20. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`