უკან
საზოგადოება
28 იანვარი, 2017 16:30
დედაქალაქის გზებზე შეზღუდვა არ არსებობს - ლევან ჯღარკავა
შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჟღარკავას ინფორმაციით, თოვის გამო "თბილსერვის ჯგუფის’’ წარმომადგემლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ამ დროისათვის, დედაქალაქში გზებზე მოძრაობა თავისუფალია.
,,არანიარი შეზღუდვა არ არსებობს დედაქალაქში. ყველა გზა გახსნილია. მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ისევ თოვა და მთელი ,,თბილსერვის ჯგუფის’’ პირადი შემადგენლობა მობილიზებულია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მარილის მოყრა’’, - აცხადებს ლევან ჯღარკავა.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოგიწოდებთ, რომ გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 2 619 050.
ნინო ექვთიმიშვილი